ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. "თავისუფალი საქართველო", "პატრიოტთა ალიანსი" და მოქალაქეები ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობასთან ყვავილები მიიტანეს და ამგვარად მოსახლეობის თავისუფალი არჩევანის დასამარება გამოხატეს. მათი თქმით, სტატუსის გაუქმება დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.