ლაგოდეხის რაიონის სოფელ საქობოს მოსახლეობამ წნორი-ლაგოდეხის საავტომობილო გზა გადაკეტა.
ისინი ხელისუფლებას სტიქიის შედეგების გამო დახმარებას თხოვენ. მათი თქმით, სეტყვამ მთლიანი მოსავალი გაანადგურა და ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მოსახლეობა ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჯამბურიას თქმით, ისინი დაეხმარებიან მოსახლეობას დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ხოლო განადგურებული მოსავლის აღწერას მთავრობას გაუგზავნიან და სამინისტრო გადაწყვეტს შემდგომ ნაბიჯებს.