დღეს, 25 ივნისს, სიღნაღში, "ბებრის ბაღში", ყველის ფესტივალი გაიმართება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ქართული რძისა და რძის პროდუქტების ტრადიციებისა და თანამედროვეობის პოზიციონირებისთვის გამოფენაზე პროდუქცია წარმოდგენილი იქნება რეგიონების მიხედვით. დამთვალიერებლებს საგლეხო და ფერმერული მეურნეობების (ყველისა და რძის სხვა პროდუქტთა სახეობები) პროდუქციის გაცნობის საშუალება ექნებათ.
მათი განცხადებით, უკვე დაიბეჭდა ქართული რძის პროდუქტების პლაკატები, რომელიც დამთვალიერებლებს წარმოდგენას შეუქმნის ქართული ყველის ტრადიციულ სახეობებსა და ახალ ტექნოლოგიებზე.
ღონისძიებას დაესწრებიან მსოფლიო ღვინის 33-ე კონგრესის მონაწილე დელეგატები და უცხოური მედიის წარმომადგენლები.Pპროექტი ხორციელდება ტურიზმის დეპარტამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და "საქართვლოში შვეიცარიის ოფისის" მხარდმჭერით. აღნიშნული ფესტივალი სამ ეტაპად გაიმართება, ღონისძიების მეორე და მესამე ეტაპი ბათუმსა და თბილისში ჩატარდება.