იმერეთის რეგიონში ძლიერი წვიმა კვლავ გრძელდება. სამხარეო ადმინისტრაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მუნიციპალიტეტებში შექმნილია შტაბები, რომლებიც სტიქიის შედეგებს 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან.
ძლიერი წვიმა რეგიონში რამდენიმე დღეა რაც გრძელდება, სინოპტიკოსები მომდევნო დღეებშიც არ ვარაუდობენ ამინდის გაუმჯობესებას.