ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მშენებლობის გამო ხეების ჭრას აპროტესტებენ.
მათი თქმით, მრავალსართულიან შენობას რამდენიმე ხე უკვე შეეწირა, მათ შორის - ნახევარსაუკუნოვანი ნაძვი. ადგილობრივები ამბობენ, რომ სკვერის გაჩეხვით ჰაერი კიდევ უფრო დაბინძურდება და ბავშვებს გასართობი ზონა აღარ დარჩებათ.
სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ალფა+" აწარმოებს.
ქუთაისის მერიის განმარტებით, ხეების ჭრაზე თანხმობა არ გაცემულა და კომპანია "ალფა+"-ს სახელზე საჯარიმო ოქმია შედგენილი.