ბათუმი–ახალციხის გზაზე შეზღუდვაა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ინტენსიური წვიმების შედეგად ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრზე ფერდობზე განვითარდა მეწყერი, რამაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი.
მათივე ცნობით, ამჟამად, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.
როგორც ისინი აღნიშნავენ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდება.