სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტში ძველი მთავრობიდან მხოლოდ რამდენიმე მინისტრი დარჩება. ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმირის ეკონომიკურ სამიტზე განაცხადა.
„ძველი გუნდიდან მთავრობაში მინისტრების მინიმალური რაოდენობა დარჩება. აქცენტს ძირითადად ახალგაზრდა კადრებზე გავაკეთებთ, ადამიანებზე, რომლებიც რესპუბლიკის შიგნით არსებულ პრობლემებს კარგად იცნობენ,“-აღნიშნა ბიბილოვმა.