ოზურგეთის საკრებულოში თვითმმართველობის რეფორმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სხდომაზე სამგლოვიარო გვირგვინის შეტანა სცადეს, თუმცა დაცვის პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
მხარეები ერთმანეთს საკრებულოს იმ გადაწყვეტილების გამო უპირისპირდებიან, რომელიც სამინისტროს მოთხოვნით თვითმმართველი ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს.