წალენჯიხის გამგებლის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა, ფაქტს გამგებელი ბესიკ ფარცვანია ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ არ იცის რატომ გადადგნენ თანამდებობიდან გია ლუკავა და თენგიზ ფიფია.
აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საჭესთან გია ლუკავა იჯდა. შსს ფაქტს სსკ-ს 276-ე მუხლით იძიებს.