სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ მთავრობას ერიკ პუხაევი უხელმძღვანელებს. მის კანდიდატურას მხარი ე. წ. პარლამენტმა დაუჭირა. ფარულ კენჭისყრაზე მას ხმა 32-მა დეპუტატმა მისცა. დეფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე პუხაევის კანდიდატურა ე.წ. პარლამენტს ცხინვალის დეფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა 5 მაისს წარუდგინა.