ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილოზე გზის 183-ე კილომეტრზე მოძრაობა ცალმხრივადაა შესაძლებელი, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტმანეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 183-ე კილომეტრზე არსებული კლდიდან ჩამოსული შვავის შედეგად ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა ცალხმრივად აღდგა. ამჟამად, მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის ორმხრივ რეჟიმში აღსადგენად.
მათივე ცნობით, ჩამოსული შვავის სავარაუდო მოცულობა 300-400 კუბური მეტრია, რამაც გამოიწვია გზის დაკეტვა.