ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა მკვლელობა გახსნეს და ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.