ხულოში, სოფელ ვაშლოვანში მელაძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი, სავარაუდოდ, სახლის სხვენიდან გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა მათი გამოყვანა დროულად შეძლეს.
ადგილზე სასწრაფო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.