ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ საკანონმდებლო აქტს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ამერიკის ბიუჯეტიდან იმ ქვეყნების ფინანსური დახმარების იკრძალება, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ.
„ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ჩიხისკენ მიმავალ გზას გაჰყვა და მხარი დაუჭირა საქართველოს აბსურდულ მოთხოვნას, რაც აფხაზეთის იზოლაციას ითვალისწინებს. თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დამცველებად თავის წარმოჩენით ამერიკის ლიდერები ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას ატარებენ და მათთვის არასასურველ სახელმწიფოებზე პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლას ახორციელებენ“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.