ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი ანატოლი ბიბილოვმა და ალექსანდრ ზახარჩენკომ მოაწერეს. მხარეები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ, ასევე, დანაშაულთან ბრძოლისა და განათლების სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.