მდინარე მღვრიეს მიდამოებში დოდი მოცულობის მეწერი ჩამოწვა და თბილისი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზის ნაწილი მთლიანად წაიღო. მეწყერმა დააზიანა წყალმომარაგების მილები, რომლითაც თელავის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება.
მეწყერის შედეგად დაზიანდა მაღალმთიან სოფლებში გამავალი ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები. საფრთხე შეექმნა მდინარე მღვრიეზე არსებულ 50 მეტრიან ხიდს, რომლის გაბიონსაც მეწყერი მოადგა.
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვასილ დავითაშვილის განცხადებით, ზარალი საკმაოდ დიდია. მისივე თქმით, საკითხი ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ დაყენებულია ცენტრალურ ხელისუფლებაში და სერიოზული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.