დღეს. 24 ივნისს, 10:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად გამსახურდიას მთავრობის უშიშროების მინისტრის თამაზ ნინუას და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობაში ბრალდებულ თამაზ გოგიას საქმის განხილვა მოწმეთა დაკითხვით განახლდება.
საქმეს მოსამართლე ნინო სანდოძე იხილავს. განსასჯელის ინტერესებს ადვოკატი გია ჯოგლიძე იცავს.
თამაზ გოგია შს სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოსა და ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 2009 წლის 27 ნოემბერს ეჭვმიტანილის სახით დააკავეს. მას ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გოგია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 2009 წლის 11 ნოემბერს თამაზ და ეთერ ნინუები საკუთარ ბინაში მოკლულები აღმოაჩინეს.