დღეს, 24 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ოპოზიციის აქტივისტის მელორ ვაჩნაძის სასამართლო პროცესი განახლდება.
საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი განიხილავს.
ვაჩნაძის ადვოკატის, კორკოტაძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასამართლო პროცესი სასამართლო გამოძიების სტადიაზეა. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ მოითხოვს მელორ ვაჩნაძისთვის თაღლითობის მუხლით წაყენებული ბრალდების გაბათილებას.
მელორ ვაჩნაძე 2009 წლის ზაფხულში დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით ედება, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას თაღლითობისათვის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელორ ვაჩნაძეს 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.