ცხინვალის აღლუმში მონაწილეობას რუსი პიროტექნიკოსებიც მიიღებენ. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური იტყობინება. საუბარია ცენტრ „ლიდერის“ სპეციალისტებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს აწარმოებენ. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი ცხინვალში ხვალ ჩატარდება.