გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორდღიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. გერმანიის კანცლერი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის მიწვევით იმყოფება. დაგეგმილია ანგელა მერკელის კონგრესის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლა. ამის შემდეგ მერკელი მოლაპარაკებას გამართავს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და საკითხთა ფართო სპექტრს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მერკელისა და ობამას შორის გამართული მოლაპარაკებათა მთავარი თემები იქნება: ურთიერთობა ნატოს ფარგლებში, ავღანეთი და ირანის ბირთვული პროგრამა. განიხილება ასევე კოპეჰაგენში ეკოლოგიური სამიტის მომზადების საკითხი და ბერლიბის კედლის დანგრევის 20-წლის ფარგლებში ორმხივი ურთიერთობები.