საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა. ფაქტთან დაკავშირებით სამინისტრომ განცხადება გაავრცელა:
„ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.