ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე დასაქმებული მუშების სახელფასო დავალიანებას შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალი” მომავალი კვირის ბოლომდე დაფარავს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საავტომობილო გზების დეპარტმანეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კომპანიისგან ამის პირობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო. როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პრობლემას კონტრაქტორი კომპანია უახლოეს დღეებში გადაჭრის.
პროტესტის ნიშნად, გუშინ, 40–მდე მუშა ბათუმი–ახალციხის მაგისტრალზე შეიკრიბა.
ამ მომენტისთვის სამუშაო პროცესი აღდგენილია და პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდება.