ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ფლოტის ფრეგატა "ჟან დე ვიენი" ბათუმის ნავსადგურში 8-იდან 11 ივლისამდე შემოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში საფრანგეთის საელჩოდან აცნობეს.
მათი ინფომაციით, დახვედრის ცერემონია პორტში 8 ივლისს, 9:00 საათზე გაიმართება. მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ჟან-ლუკ თეუსი დაესწრებიან. ასევე დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები საქართველოს თავდაცვის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
9 ივლისს კი, 17:00 საათზე, გონიოში ფრეგატა "ჟან დე ვიენის" ეკიპაჟის წევრებსა და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის ფეხბურთის მატჩი გაიმართება.
დათვალიერების მსურველთათვის გემი ღია იქნება 9 ივლისს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე და 10 ივლისს, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ფრანგი მეზღვაურები და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები 9 ივლისს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე და 11 ივლისს, 9:00 საათიდან ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ
ფრეგატა "ჟან დე ვიენი" ბათუმის პორტს 11 ივლისს, 9:00 საათზე დატოვებს.