დილანდელი თავდასხმის ოპერატიულად გახსნისა და თავდამსხმელების დაკავების შემთხვევაში "ტაოპრივატბანკი" სამართალდამცავებსა და ინფორმატორებს ფულად ჯილდოს გადუხდის. ამის შესახებ "ტაოპრივატბანკში" აცხადებენ.
მათი თქმით, 10 000 ლარს მიიღებს ის ადამიანი, ვინც საქმესთან დაკავშირებით სამართალადამცავებს საფუძვლიან ინფორმაციას მიაწვდის. ზუსტად ამდენივეს, 10 000 ლარს მიიღებენ ის სამართალდამცავები, ვინც დამნაშავეებს დააკავებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 ივნისს, ყაზბეგის გამზირზე მდებარე "ტაო პრივატ ბანკზე" მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბანკის ორი თანამშრომელი დაიჭრა. თვითმხილველების განცხადებით, ბანკზე თავდასხმის დროს ათამდე გასროლა მოხდა. ძარცვის შედეგად წაღებულია ფული, თუმცა თანხის რაოდენობა უცნობია.