საქართველოს პარლამენტი არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს შორის ღია მმართველობის საბჭოს სტანდარტებით, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ. მისი განმარტებით, ღია მმართველობის საბჭო ეს არის პარლამენტის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომ ის იყოს სახალხო და წარმომადგენლობითი, გახსნილი და გამჭვირვალე.
ეკა ბესელია აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარების პრაქტიკა 2013 წლიდან დაიწყო.
"ეს კარგი პრაქტიკა უკვე ტრანსფორმირდა იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს შორის ღია მმართველობის საბჭოს სტანდარტებით. ახლა დამტკიცდება გეგმა, რომელიც იქნება ყველა მთავარი დემოკრატიული კომპონენტის შეცველი და საბჭო იმუშავებს სწორედ ახალი სტანდარტებით",- განაცხადა ბესელიამ.