შპს "რკინიგზის ტელეკომის~ 100% წილის მფლობლი კომპანია "ნოვასტარ კომერს ლიმითედი" ხდება
შპს "რკინიგზის ტელეკომის~ 100% წილის მფლობლი კომპანია "ნოვასტარ კომერს ლიმითედი" ხდება. "ნოვასტარ კომერს ლიმითედისათვის" "რკინიგზის ტელეკომის" საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ, თუმცა მანამდე ეკონომიკის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ "რკინიგზის ტელეჯომის" მფლობელი ჰოლანდიური "ლინქს ტელეკომი" გახდა, რომელმაც დახურულ აუქციონზე ობიექტში 14 344 800 აშშ დოლარად შეიძინა. თუმცა ჩაიშალა თუ არა სახელმწიფოსა და "ლინქს ტელეკომს" შორის ხელშეკრულება ამას ამ ეტაპზე არავინ ადასტურებს
მაშინ აუქციონში "ლინქს ტელეკომთან" ერთად "ახალი ქსელებიც" მონაწილეობდა. პირველ ეტაპზე "რკინიგზის ტელეკომის" შეძენის მსურველთა შორის "კავკასუს ონლაინიც" იყო. თუმცა, "გაერთიანებულ ტელეკომთან" დაპირისპირების და ჯე-ლინკის ქსელის მასობრივი ჩაჭრის შემდეგ კომპანიისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის გამო "კავკასუს ონლაინის" ინვესტორმა აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
"ლინქს ტელეკომი" ჰოლანდიური კომპანიაა და ის რუსეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ბელორუსის, კავკასიის, უკრაინის, უნგრეთის, პოლონეთის, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე საქმიანობს. "ლინქს ტელეკომი" რუსეთის ბაზარზე მოქმედ კომპანიებს - Связзъ всд-ს და линкс телекоммъюникэишнс снг -ს აერთიანებს.
"რკინიგზის ტელეკომისთვის" გადაცემულ 40-სანტიმეტრიან ზოლში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსება უნდა უზრუნველყოს.
გარდა ამისა, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონის ჩატარებიდან სამ წელიწადში "საქართველოს რკინიგზას" სარკინიგზო ლიანდაგის გასწვრივ ტელეკომისთვის გადაცემულ ზოლში ჩადებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი წყვილი საკუთრებაში გადასცეს. "საქართველოს რკინიგზა" კი ვალდებულებას იღებს, ნასყიდობის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში არ მოახდინოს სარკინიგზო მაგისტრალისა და განშტოებების გასწვრივ არსებული მიწის ფართის გასხვისება ან დროებით სარგებლობაში გადაცემა (თუ ამას სახელმწიფო აუცილებლობა არ მოითხოვს).
შპს "რკინიგზის ტელეკომი" "საქართველოს რკინიგზამ" 2004 წლის აგვისტოში დააარსა. ტელეკომს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი აქვს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზის გასწვრივაა განთავსებული და ქვეყნის უმეტეს ნაწილს ფარავს. მას მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვაც. 2007 წელს კომპანიამ ოზურგეთში DSშL-ინტერნეტსერვისის მონტაჟიც დაიწყო. "საქართველოს რკინიგზა" მის საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოება "ჩითახევი-ბორჯომის" 25-პროცენტიანი წილის გასხვისებასაც აპირებს. აუქციონი 20 ნოემბერს გამოცხადდა. "ჩითახევი-ბორჯომის" 25-პროცენტიანი წილის საწყისი ფასი 6 250 000 ლარია.