საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებული კამპანია - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები" გრძელდება. აღნიშნული კამპანიისფარგლებში, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქ.ზუგდიდის მოსახლეობისთვის სატრანსპორტო დანაშაულებისპრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე მოქმედებიანი ავტოსატრანსპორტოდარღვევების სხვადასხვა სიტუაციის ამსახველი წარმოდგენა გაიმართა. ღონისძიების მსვლელობისას იმიტირებული ავტოსაგზაო წესებისდარღვევის ჩვენება მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ხალხმრავალ ადგილას მძღოლების მიერ ავტომობილების მოუწესრიგებლად ტარება,რა დროსაც ავტომანქანების მიერ დაკავებული პერიმეტრიდან მოქალაქეებმა ვერ მოახერხეს გასვლა და ადგილზე მისული სასწრაფოდახმარების ბრიგადას ფეხით მოუხდა პაციენტამდე მისვლა. ღონისძიებაზე ზებრა გადასასვლელის მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი. ქალაქ ზუგდიდის კულტურის ცენტრ ,,ოდიშის", ანსამბლ ,,ჩელას" და მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,დავლათის" მოწვეულმა მსახიობებმა ქვეითთა გადასასვლელებზე სხვადასხვა პერსონაჟები განასახიერეს.
სატრანსპორტო დანაშაულების და ადმინისტრაციული გადაცდომების პრევენციის მიზნით ღონისძიების მონაწილეებმა ადგილობრივიმოსახლეობისთვის ნასვამი მძღოლის, ავტოსატრანსპორტო დარღვევის და საგზაო წესების დაუმორჩილებლობის იმიტირებულიშემთხვევები წარმოადგინეს, რა დროსაც ნასვამი მძღოლის მიზეზით მგზავრი ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ქ.ზუგდიდისმცხოვრებლებისთვის, სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე ავტოსაგზაო შემთხვევების ამსახველი ვიდეორგოლის და ფოტომასალისჩვენება მოეწყო, რასაც თან ახლდა სატრანსპორტო დანაშაულების გამომწვევი მიზეზების პრევენციასთან დაკავშირებული საინფორმაციომესიჯები და საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები. ღონისძიების მონაწილეებმა მოსახლეობას საგზაომოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიერ დაბეჭდილი საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს. ასევეწარმოდგენილი იქნა ვიდეორგოლი, სადაც ნაჩვენები იყო პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ზუგდიდის რაიონულიპროკურატურის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებები.
საქართველოს პროკურატურა კამპანიას - „არ დაარღვიო საგზაო მოძრაობის წესები" პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ახორციელებს და მისი მიზანია მოსახლეობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებზე და ქმედებებზე ინფორმირება, სატრანსპორტო დანაშაულზე ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.