ძალიან მიხარია, რომ კონსტიტუციის რეფორმირების პროცესში ასეთი ჩართულობაა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის კონსტიტუციის რეფორმირების პროცესს დიდი ინტერესით აკვირდება და თავდაპირველი რეაქცია იყო ის, რომ ეს პროცესი კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში.
„ამ პროცესში ბევრი დაინტერესებული მხარეა ჩართული, როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში და უფრო ფართოდ კი სამოქალაქო საზოგადოებაში. ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში ასეთი ჩართულობაა. პროცესი დასრულებული ჯერ არ არის და ველით, თუ როგორ დასრულდება. რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მე მას დიდ პატივს ვცემ, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში“, - განაცხადა იან კელიმ.