ყაზბეგის გამზირზე მდებარე "ტაო პრივატ ბანკზე" მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბანკის ორი თანამშრომელი დაიჭრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი ნიკო მეტრეველი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. იგი ფეხშია დაჭრილი.
შეიარაღებული თავდასხმა ბანკზე ერთი საათის წინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ბანკზე თავდასხმის დროს ათამდე გასროლა მოხდა. ძარცვის შედეგად წაღებულია ფული, თუმცა თანხის რაოდენობა უცნობია.
ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბანკის თანამშრომლების დაკითხვა. აღსანიშნავია, რომ ბანკის სათვალთვალო კამერით მომხდარი გადაღებულია.