ზუგდიდის რაიონში სოციალურად დაუცველე და უსახლკარო ოჯახებს ბინა გადაეცემათ. ამ ეტაპზე ბინით 27 სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ოჯახი დაკმაყოფილდება, ეს კი დაახლოებით 100 ადამიანისთვის საცხოვრებელის გადაცემას ნიშნავს, მათგან 42 ბავშვია.
პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მძიმე სოციალური პირობების მქონე პირები კი სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.