ბათუმის ბულვარიდან ბუნგალოები აიღეს. ახალი პროექტით, ღია გასართობი ცენტრების ნაცვლად სანაპიროზე თანამედროვე ტიპის პატარა "ლანჩ კაფეები" განთავსდება. ბულვარის ადმინისტრაციამ ბუნგალოების დემონტაჟის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობამ ხმაურის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.
ბულვარის ადმინისტრაციის განმარტებით, ამ სახის დაწესებულებებმა არ გაამართლა, რადგან მეპატრონეები სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიას ანაგვიანებდნენ.
ბულვარის ადმინისტრაცია ადგილობრივებსა და ტურიტებს სხვა სიახლეებსაც სთავაზობს. პარკში იგება ახალი ფილები და მიმდინარეობს 10-კილომეტრიანი სასეირნო ბილიკის გაკეთება. მონტაჟდება ახალი სკამები და განათებები. ბულვარის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ხმაურიანი გასართობი ობიექტები და დისკოთეკები ახალ ბულვარში გადავა. ამჟამად ბულვარს 100 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია, ხოლო მისი სიგრძე 6 კილომეტრს შეადგენს.