პოლიციის უფროსი ჩვენგან გაცილებით მაღალი ჯარიმების დაწერას ითხოვდა, - ამის შესახებ ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, გია ხალვაშმა განაცხადა, რომელმაც გადაცემა "არჩევანში" აღნიშნა, რომ პოლიციის სამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის, დავალებით, ჯარიმები უნდა გამკაცრებულიყო.
მისი განცხადებით, ჯარიმები უსამართლო უნდა ყოფილიყო და ის პირველი იყო, ვინც ამ მიდგომას შეეწინააღმდეგა. მისივე თქმით, კახა ბუხრაძე მასზე ზეწოლას ახდენდა და შედეგად გაათავისუფლა კიდეც.
„არანაირი ტოლერანტობა, არანაირი პრევენცია. უნდა მომხდარიყო ანუ ელემენტარული თუ ითვალისწინებდა 50-ლარიან საჯარიმო ქვითარს, ის არ უნდა გაგვეთვალისწინებინა და უნდა გაგვეთვალისწინებინა 200-ლარიანი“, - აღნიშნა გია ხალვაშმა.