ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ფილების კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი.
კაფე-ბარ „ტყუპები“-დან სასტუმრო 'კემპინსკი”-ს მიმდებარედ და შიდა საფეხმავლო ბილიკებში დაზიანებული ფილების, ასფალტის, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.
14 ათას კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკზე, დაგეგმილია ბეტონის დეკორატიული ფილების დაგებადა 4 492 გრძივ მ.-ზე ბაზალტის ბორდიურების მოწყობა.
სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის აღდგენა და სანიაღვრე ბუნებრივი წვიმ მიმღები ჭების დამონტაჟება მოხდება, რაც აღნიშნულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბების პრობლემას სრულად აღმოფხვრის.
სარეაბილიტაციოპროექტი, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია 'ჯორჯიან სტოუნი“აწარმოებს. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 137 844 ლარია გამოყოფილი.
პარალელურად ბათუმის ბულვარში, ახალი ბორდიურების მოწყობის სამუშაოებიც მიმდინარეობს. პრომინადის გასწვრივ სასეირნო ბილიკზე, სასტუმრო „კემპინსკი“-დან „აკვა-პარკი“-ს მიმდებარე ტერიტორიამდე ამორტიზებული ბორდიურები ბაზალტის ბორდიურებით განახლდება. ბორდიურების მოწყობა ამ დროისათვის არდაგანის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს და დღეისათვის შესრულებულია სამუშაოების 80%. სამუშაოებს, რომლის განხოციელებისთვის ღირებულება 184 197 ლარს შეადგენს, აწარმოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ხრისტოს ბანანის კესიაო.ე. წარმომადგენლობა საქართველოში“. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის თვეში დასრულდება.
იახტ-კლუბის მიმდებარედ 2000 კვ.მ-ზე მეტი ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგო ბეტონის ორშრიანი ტალღისებური ფორმის ფილები. მოპირკეთდა ბაზალტის ბორდიურები, ველო და სასეირნო ბილიკები. მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციებია და სანიაღვრე სისტემა. 96 გრძივ მეტრზე დამონტაჟდა ლითონის ჭედური მოაჯირი, გრანიტისფილებით განახლდა იახტ კლუბში ჩასასვლელი კიბეები. ასევე, შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელი ე.წ პანდუსები მოეწყო.