თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წიგნის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ გაიმართა. წიგნი „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში- საქართველო“ პროექტის ფარგლებში მომზადდა, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მიერ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ ალგეთის საჯარო სკოლის 8 მოსწავლეს, რომლებიც წიგნის შექმნაში მონაწილეობდნენ, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. ასევე, გაიმართა ვიქტორინა დაცული ტერიტორიების შესახებ და ზაალ სულაკაურის ნახატების გამოფენა.
პროექტის - „დაცული ტერტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ მიზანია დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის ზრდა და ამავდორულად მიმდებარედ მცხოვრები თემების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროექტი ოთხ დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს - ალგეთის ეროვნული პარკში, ყაზბეგის ეროვნული პარკში, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე.
წიგნის დღე ოფიციალურად იუნესკოს სესიაზე 1995 წლის 23 აპრილს დამტკიცდა და დღეს მსოფლიო მასშტაბით 80 ქვეყანაში აღინიშნება.