ძლიერი შტორმის შედეგად ფოთში, "კუნძულის სანაპირო ზოლზე", ზღვის მიერ გამორიყული ნაშალი მასალით სავალი ნაწილი ჩაიხერგა. ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" იუწყება.
მათი ინფორმაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ.
შპს „ინფრასტრუქტურა 2008“ ხელმძღვანელის გია სილოგავას განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მობილიზებულია ყველა შესაბამის სამსახური.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ფოთში საშტორმო მდგომარეობა ხვალამდე გაგრძელდება.