ამერიკა ძალიან იღბლიანია, რომ ჰყავს საქართველოსნაირი მეგობარი, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს მილოცვისას განაცხადა.
როგორც ვიდეო მიმართვაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს, ნორლანდი აღნიშნავს, საქართველომ საოცარ პროგრესს მიაღწია, ამდენი პოლიტიკური და ეკონომიკური დაბრკოლებების მიუხედავად.
"მე, რიჩარდ ნორლანდი ვარ ამერიკის ელჩი საქართველოში 2012-2015 წლებში. მსურს, მოგილოცოთ აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე. ამერიკა ძალიან იღბლიანია, რომ ჰყავს საქართველოსნაირი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი კავკასიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონში. თქვენ მიაღწიეთ საოცარ პროგრესს ამდენი პოლიტიკური და ეკონომიკური დაბრკოლებების მიუხედავად", - ამბობს ყოფილი ელჩი ვიდეო მიმართვაში.