ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მონაწილეობა მიიღო. თინა ბოკუჩავამ ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის მიღწევებზე მოხსენება გააკეთა და საქართველოს დემოკრატიულ გამოწვევებზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში. ენმ-ის 20 იანვრის ყრილობაზე, 7000 დელეგატის გადაწყვეტილებით, პარტიამ წესდებით აიღო ვალდებულება ყველა პროპორციული სიის მინიმუმ 30% ქალებით იყოს დაკომპლექტებული.