სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობა დღეს ბოლოჯერ შეიკრიბება. ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, უფლებამოსილება არაღიარებული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს დღეს ეწურება, თუმცა მანამდე თანამდებობა ექსპრეზიდენტ თიბილოვის გუნდის რამდენიმე წევრმა, მათ შორის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებმა, ასევე, კულტურის მინისტრმა დატოვა. მთავრობის ახალი კაბინეტის ფორმირებაზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვი იზრუნებს, რომლის ინაუგურაციაც ცხინვალში 21 აპრილს გაიმართა.