არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავრი მწვრთნელის დიეგო მარადონას განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავრი პრეტენდენტი ბრაზილიის ეროვნული გუნდია.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელები სამხრეთ აფრიკის მოედნებზე სანახაობრი ფეხბურთს არ თამაშობენ, მაინც მუნდიალის უპირობო ფავორიტებად რჩებიან.
"პენტაკამპეონები სამხრეთ აფრიკაში სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობენ, თუმცა მათ ჰქონდათ ისეთ თამაშები, სადაც ეს საჭირო არც იყო, ამიტომ დუნგას შეგირდები კვლავ უმთავრეს ფავორიტებად მიმაჩნია", - განაცხადა მარადონამ.
მანვე არგენტინის ნაკრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ალბისელესტე" არგენტინელი ხალხის გახარებას ყველანაირად შეეცდება. მარადონასვე თქმით, მას არგენტინის ამჟამინდელი ნაკრების თამაში მოსწონს.
"პირადად მე, ჩვენი ნაკრების თამაში მომწონს, არგენტინას სოლიდური დაცვა და აგრესიული თავდასხმა ჰყავს", - განაცხადა მარადონამ.