აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება ევროპის საბჭოს დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. საბჭოს გენერალური მდივნის, ტურბიორნ იაგლანდის მიერ მომზადებულ ანგარიშს არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
„ევროპის საბჭომ კიდევ ერთხელ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აფხაზეთში არსებულ ვითარებას არაობიექტურად და ანგაჟირებულად აფასებს. ტრადიციულად, საქმე გვაქვს ტენდენციურობასა და არაპროფესიონალიზმთან. მსგავსი შეფასებები აფხაზეთის რესპუბლიკის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ევროპის საბჭოს არ სურს აფხაზეთში არსებულ ვითარებაში რეალურად გარკვევა და თავისი ანგარიშების მოსამზადებლად საქართველოს შს სამინისტროს მონაცემებს იყენებს. აფხაზეთში კი დღემდე არცერთი ევროპელი ექსპერტი არ ჩამოსულა, რათა ვითარებას ადგილზე გაცნობოდა,“-ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.