დენდროლოგიური პარკისკენ მიმავალი ბარჟა გატყდა და ხესთან ერთად ჩაიძირა, ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. მათი თქმით, ბარჟა შუაში ჩატყდა და მასზე მყოფ ხეებთან ერთად ზღვაში ჩაიძირა.
მსგავსი შემთხვევა მოხდა გასულ წელსაც, ხით დატვირთული ბარჟა ჩაქვის სანაპიროსთან რიფზე შეჯახებისას დაზიანდა, შემდეგ კი შეკვეთილში სრულად გამოვიდა მწყობრიდან.