გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო „სუფთად ევროპისკენ“ დასუფთავების კვირეულს იწყებს, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. 22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კამპანიაში მონაწილეობას სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხვადასხვა სამინისტროები, ადგილობრივი თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ბიზნესისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ.
დასუფთავების მასშტაბური აქცია იმერეთის რეგიონის 12 -ვე მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციაში მონაწილეობა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ 5000 -მდე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მიიღო. აქციაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს.
დასუფთავების აქცია იმერეთის რეგიონთან ერთად, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაში გაიმართა.