რაჭაში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დათვალ დაიწყო.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ონის რაიონის გამგებელმა ვალერიან გობეჯიშვილმა განუცხადა.
"ტურბაზაში მდებარე კოტეჯების მეპატრონები უკვე ჩამოვიდნენ, რომლებიც კომისიის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციას თუ რა ზარალი მიიღეს. რაც შეეხება გზას, რომელიც შოვამდე მიდის საცალფეხო ბილიკი გაკეთდა, თუმცა საავტომობილო მოძრაობის აღდგენა ჯერ ვერ ხერხდება", - განაცხადა ვალერიან გობეჯიშვილმა.
მისივე თქმით, სოფელ გლოლასთან ღელის გაწმენდა უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე სოფლის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, გობეჯიშვილის განმარტებით, თბილისიდან ჩასული გეოლოგებს ნიადაგის შესწავლა უკვე დაწყებული აქვთ, რომელთა დასკვნის შემდეგ დეტალურად დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ონის რაიონში ტურბაზის ტერიტორიაზე 17 კოტეჯი საერთოდ განადგურდა, ასევე ორი ადგილობრივი მოსახლის სახლი დაზიანდა და ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობას ნათესები მთლიანად გაუნადგურა.