ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციის გამო ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ადმინისტრაციული საზღვარი დაიკეტება. დეფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია ცხინვალში ხვალ არის დაგეგმილი. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსაფრთხოების ზომებს ასახელებს. ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციას რუსეთის ფედერაციიდან ჩასული ოფიციალური პირების გარდა, აფხაზეთდან , მთიანი ყარაბაღიდან, დონეცკიდან და ლუგანსკის რესპუბლიკიდან ჩასული დეფაქტო მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.