თხილის მწარმოებლები სურსათის უვნებლობის სამსახურის მხრიდან ხარისხის კონტროლის დასაწყებად მზად არიან. როგორც თხილის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი მიშა ხომერიკი, სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტავს, საწარმოო კონტროლის დასაწყებად მზად მხოლოდ მსხვილი მწარმოებლები არიან.
"თხილის სეგმენტში მომუშავე კომპნიების უმრავლესობა მზად არის, რომ სურსათის უვნებლობის ხარისხის შემოწმების ტესტი გაიარონ, რადგან "ჰასპის" სისტემებიც დანერგილი აქვთ. თუმცა პატარა კომოპანიებში ამ მხრივ პრობლემები არსებობს, რადგანაც ისინი აქცენტს პროდუქციის ხარისხზე არ აკეთებენ. იყო ისეთი ფაქტებიც, როდესაც საექსპორტო თხილში ალფატოქსინები აღმოჩნდა, რაც დიდი აჟიოტაჟის მიზეზი გახდა. სწორედ ამ ფაქტმა დააჩქარა ამ კანონის მიღება, თუმცა ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან კონტროლის დაწყებაზე საუბარი შეჩერდა.
მწარმოებელთა და ექსპორტიორთა უმრავლესობას კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი"- აცხადებს მიშა ხომერიკი.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან სურსათის მწარმოებელი კომპანიების სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი იწყება. ამ მიზნით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია ქვეყანაში არსებულ სურსათის მწარმოებელ კომპანიებს ინსპექტირების მარეგულირებელი ახალი წესების ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. ასეთი პროექტით კორპორაცია ცდილობს ქართველ მწარმოებლებს კონკუყრენტურიანობის ამაღლებასა და სურსათის ექსპორტის ზრდაში დაეხმაროს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხხედვით, ამ ეტაპზე ინსპექტირება სურსათის ექსპორტიორებს შეხებათ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სურსათის მწარმოებლებს სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაში დაეხმარონ.