დღეიდან არასამთავრობო ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ე.წ პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში ერთკვირიან შეხვედრებს დაიწყებს.
ბესელია შეხვედრებს სტრასბურგში, პარიზსა და ფრანკფურტში გამართავს, სადაც საერთაშორისო უფლებადამცველებს პოლიტპატიმრების საქმეებს გააცნობს. იგი იმედოვნებს, რომ მათი ჩარევის შემდეგ პოლიტპატიმართა საქმეები დაიძვრება.
ბესელიამ აღნიშნა, რომ სტრასბურგში ადამიანის უფლებებზე სესია მიმდინარეობს, სადაც მათი მოძრაობის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იმყოფებიან.
ეკა ბესელიას თქმით, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ თომას ჰამარბერგს პოლიტპატიმართა საქმეებსაც გადასცემს.