საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში გამართულ რეფერენდუმს განცხადებით ეხმაურება. ამის შესხაებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"ჩვენ პატივს ვცემთ და მივესალმებით თურქეთის მოსახლეობის არჩევანს. თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის."- ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის განცადებაში.
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 16 აპრილს ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 51,41 %–მა დაუჭირა. მასში 55 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.