სვანეთში დაკარგულ ებრაელ ტურისტებს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. სავრაუდოდ ტურისტები სვანეთის ქედზე დაიკრგნენ.
მოგვიანებით, თავად ებრაელმა ტურისტებმა უშგულში დარჩენილ მეგობარს ტელეფონის მეშვეობით შეატყობინეს, რომ მათ გზა ნისლის გამო აებნათ. ტურისტები საქართველოში ისრაელის საელჩოსასც დაუკავშირდნენ. მაშველებმა სამძებრო სამუშაოები სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. სამძებრ სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ებრაელი ტურისტების ჯგუფი უშგულიდან მესტიის მიმართულებით მიდიოდნენ.