დუშეთის რაიონის სოფელ ზემო მლეთაში, ადიდებულმა არაგვმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. უსახლ-კაროდ დარჩა სამი ოჯახი და მნიშვნელოვნი ზარალი მიადგა კიდევ ხუთ ოჯახს.
განადგურებულია ნათესები და საკვების მარაგი.
სტიქიის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა ნათესავებთან გაიხიზნა. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დროებით საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვს.