დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ნაძალადევის რაიონში რუსი ჟურნალისტის, ოლგა კონსკაიას ქუჩა გახსნა.
ოლგა კონსკაიამ მეუღლესთან, ანდრეი ნეკრასოვთან ერთად გადაიღო ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, სადაც ღიად არის ნათქვამი, რომ აგვიტოში ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა დაიწყო.
ოლგა კონსკაიას სახელობის ქუჩის გახსნას თავად ანდრეი ნეკრასოვიც დაესწრო.
"ადამიანები, ვინც სიკვდილის პირას არიან, არ ტყუიან. ყველაზე დამაჯერებელი დოკუმენტური მასალა ამ ომზე იმისგან, რაც მე მინახავს, შექმნა რუსეთის ამ ორმა პატრიოტმა. რუსეთის ამ ორმა ძალიან ღირსეულმა შვილმა. მე არ ვიცი, არსებობს თუ არა ორი რუსეთი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსეთში არსებობს ძალიან ბევრი წესიერი, პატიოსანი რუსეთის პატრიოტი, რომელთაც მშვენივრად ესმით, რომ რუსეთს არავინ ემუქრება, რომ საქართველო არ დასხმია თავს რუსაეთს და ჩვენ არ გვინდა რუსული მიწები, ასევე მშვენივრად ესმით, რომ რუსეთის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად თავისუფალი იქნებიან რუსეთის გარშემო ქვეყნები", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.